ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს პირველი მძევალი გაათავისუფლეს
30/10/2023 17:30:46 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლეს სამხედრო, რომელიც "ჰამასის" წევრებმა მძევლად აიყვანეს 7 ოქტომბერს.
საუბარია ბრძოლით მძევლის გათავისუფლების პირველ შემთხვევაზე, ასევე ის მშევლებს შორის გათავისუფლებული პირველი სამხედროა. მანამდე "ჰამასმა" ოთხი სამოქალაქო პირი გაათავისუფლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გათავისუფლებული ორი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და უკვე შეხვდა ოჯახს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველაფერი კეთდება დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად. მათი რაოდენობა 230-ზე მეტია, უმრავლესობა სამოქალაქო პირია.
მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დეტალები არ გამჟღავნებულა.
დღეს "ჰამასმა" გამოაქვეყნა ვიდეო სამ მძევლთან ერთად, რომელშიც მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები მძევლების სანაცვლოდ. უცნობია სად და როდის გადაიღეს ის. ისრაელის ხელისუფლებამ ვიდეოს გამოქვეყნებას "სასტიკი პროპაგანდა" უწოდა.


