Accentnews.ge
NATO: რუსეთში დაძაბულობა იზრდება

NATO: რუსეთში დაძაბულობა იზრდება

30/10/2023 16:30:18 მსოფლიო

მახაჩკალას აეროპორტში მომხდარი არეულობა „რუსული საზოგადოების რადიკალიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, განაცხადა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა იანის სარტსმა,– იუწყება Delfi.

„რუსული მედია სიძულვილს თესავს უკრაინელების, დასავლეთის, ახლა კი ისრაელის მიმართ. რუსეთში დაძაბულობა იზრდება და დაღესტანი ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც უკრაინაში ბევრი დაიღუპა“, - თქვა სარტსმა და დასძინა, რომ „მახაჩკალაში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით მოულოდნელი არ იყო“.

მისი აზრით, ამგვარი გამოვლინებები „კრემლისთვის მომგებიანი არ არის“, შესაბამისად, ადგილი ექნება მათ ჩახშობის მცდელობებს და ამისთვის „ერთადერთი გზა, რაც მათ (რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა) იციან, ძალის გამოყენებაა“.

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.

ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S