Accentnews.ge
დაღესტანში გამართული ანტისემიტური პროტესტის შემდეგ, რუსეთში "ტელეგრამის" მასიური გათიშვა მოხდა

დაღესტანში გამართული ანტისემიტური პროტესტის შემდეგ, რუსეთში "ტელეგრამის" მასიური გათიშვა მოხდა

30/10/2023 13:14:23 მსოფლიო

Telegram-ის მასიური გათიშვა მოხდა რუსეთის ზოგიერთ რეგიონში. კერძოდ, ხალხი უჩივის აპლიკაციაზე წვდომის პრობლემებს როსტოვისა და ვორონეჟის რეგიონებში, კრასნოდარის მხარეში, ვლადიკავკაზსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ნაწილებში.

ადგილობრივების თქმით, აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ VPNის მეშვეობით.

აპლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები დაღესტანში გამართული ანტისემიტური გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მანამდე დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა მახაჩკალას აეროპორტში მომხდარი არეულობა რესპუბლიკაში "სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად" შეაფასა. მისი თქმით, არეულობას საზღვარგარეთიდან აკონტროლებდნენ, მათ შორის „პროუკრაინული ტელეგრამ–არხებით“.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლებამ მიიღო "სანდო ინფორმაცია" იმის შესახებ, რომ არხის "უტრო დაღესტანა", რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებდა, ადმინისტრირებას უკრაინის ტერიტორიიდან ახდენენ ადამიანები, „ვისაც სძულს ტრადიციები, რომლითაც ცხოვრობს რეგიონი“. მანამდე, თავად არხზე განთავდა ცნობა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო უკრაინასთან და დაგმეს ზელენსკი ისრაელის მხარდაჭერისთვის.

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.

ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S