საფრანგეთს რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევება სურს
30/10/2023 13:03:13 მსოფლიო
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს რადიკალიზმის გამო.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რადიკალიზმში ეჭვმიტანილი 60-მდე რუსი ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ იმყოფება. აქედან 39 რუსეთის ხელისუფლების თანხმობით უნდა გაძევდეს.
„ჩვენ შევადგინეთ რუსეთის 39 მოქალაქის სია, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით და რადიკალიზმზე გვაქვს ეჭვი. ეს სია რუსეთის ხელისუფლებას წარვუდგინეთ გასულ კვირას“, - განაცხადა მინისტრმა.
ეს უკანასკნელები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იყვნენ "იდენტიფიცირებულნი" და "ჩვენ ვაპირებთ, გაძევების გზით წავიდეთ", - თქვა ჟერალდ დარმანინმა.
რუსეთის სხვა მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან, "გათავისუფლებულები არ არიან", ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ „ისინი ან ციხეებში არიან, ან ადმინისტრაციულ იზოლატორებში“.
ინგუში ახალგაზრდის მიერ არასში მასწავლებლის დომინიკ ბერნარდის მკვლელობის შემდეგ, მთავრობას სურს, მტკიცე იმიჯის შექმნა. ამ გზით აღმასრულებელი ხელისუფლება გამოხატავს თავის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს პირები ე.წ. S–დოსიედან. კერძოდ, ხელისუფლებამ პრეფექტებს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „16-დან 25 წლამდე ასაკის კავკასიური წარმოშობის ემიგრანტებს“.


