Accentnews.ge
უკრაინის არმიამ დღეს ყირიმში რამდენიმე სამიზნეს შეუტია

უკრაინის არმიამ დღეს ყირიმში რამდენიმე სამიზნეს შეუტია

30/10/2023 11:48:58 მსოფლიო

უკრაინის არმია ორშაბათს, 30 ოქტომბრის ღამიდან მოყოლებული ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე სამიზნეს უტევს,– ეს გამომდინარეობს თვითმხილველების, უკრაინის არმიის და რუსული ხელისუფლების ცნობებიდან.

რუსული ტელეგრამ–არხების ცნობით, ღამით თავს დაესხნენ რუსულ საზენიტო–სარაკეტო პოლკს ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სოფელ ოლენევკასთან. გამოცემა Astra წერს, რომ დაიჭრა 17 სამხედრო და განადგურდა რამდენიმე მანქანა. მედია აღნიშნავს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის პოლკი მართლაც არის ბაზირებული ოლენევკას რაიონში. აგვისტოში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია დასავლეთ ყირიმში ყველაზე თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400–ის განადგურების შესახებ.

სევასტოპოლში მცხოვრები რუსი სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი ამტკიცებს, რომ თავდასხმა განხორციელდა ამერიკული ATACMS–ის ტაქტიკური რაკეტებით, რომლებიც ვერ ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ყირიმში "რუსული ჯარების სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ობიექტზე" განხორციელდა დარტყმა.

30 ოქტომბერს, შუადღეზე სევასტოპოლში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ქალაქში ოთხი აფეთქების ხმა გაიგეს. რუსული ადმინისტრაციის მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა ორი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ფრაგმენტები სავარაუდოდ, საშუალო სკოლის ტერიტორიაზე დაეცა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონები ქალაქის პორტთან გაანეიტრალეს. როჟინი ამტკიცებს, რომ კიდევ ორ დრონმა სცადა ხერსონესის ყურეში შეღწევა.

სევასტოპოლში კვამლი შეამჩინეს. ადგილობრივი რუსული ხელისუფლების ცნობით, ის სამხედროებმა გაუშვეს. ინტერნეტში ვრცელდება რუსული საზენიტო რაკეტების გაშვების ვიდეოები, რომლებიც სავარაუდოდ გადაღებულია ამ თავდასხმის დროს. ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ყირიმიდან რუსეთის მიმართულებით დაიხურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S