უკრაინამ ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შესახებ განაცხადა
30/10/2023 10:37:31 მსოფლიო
30 ოქტომბრის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტს დაარტყეს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი.
ასევე აცხადებენ ლუგანსკის მახლობლად რუსული S-400–ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შესახებ.
მანამდე რუსული ტელეგრამ–არხები 30 ოქტომბრის ღამეს ყირიმში, სოფელ ოლენევკას მახლობლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და საზენიტო პოლკზე თავდასხმის შესახებ წერდნენ. Astra-ს ცნობით, 17 რუსი სამხედრო დაიჭრა, განადგურდა 5 ერთეული ტექნიკა, მათგან ერთი აღდგენას არ ექვემდებარება. ოლენევკას მახლობლად რეალურად არის რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზა. აგვისტოში იქ აფეთქება მოხდა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაცხადა რუსული S-400 Triumph საზენიტო–სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ. რუსული ტელეგრამის არხი "Rybar" წერდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანადგარები მდებარეობდა კონცხ თარხანკუტზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები "რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ".
ადგილობრივების ცნობით, სევასტოპოლში მინიმუმ ოთხი აფეთქების ხმა ცოტა ხნის წინაც ისმოდა. კვამლი შენინეს სევმორზავოდის რაიონისკენ. ქალაქის მერი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა ორი დრონი ჩამოაგდეს.


