"ჰამასის" მიერ გატაცებული შანი ლუკის დედა: "ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის"
30/10/2023 08:36:24 მსოფლიო
"ჰამასის" ბოევიკების მიერ ისრაელიდან გატაცებული სტუდენტის შანი ლუკის დედამ გოგონას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
”სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის”, - განუცხადა რიკარდა ლუკმა გერმანულ მაუწყებელს NTV–ს.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა გოგონას გატაცების ამსახველი ვიდეო. ვიდეოზე ჩანს, რომ გოგონა პირქვე წევს, სავარაუდოდ, გონებადაკარგული "ჰამასის" ბოევიკების მანქანაში, საცვლებამდე გაშიშვლებული. ერთ-ერთი ბოევიკი მას ზურგზე ფეხს ადებს, სხვები აფურთხებენ და ყვირიან "ალაჰ აკბარ". ვიდეოდან არ ირკვევა, ოს ცოცხალი იყო თუ არა, თავზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა. მოგვიანებით ნათესავებმა გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი მისი ტატუებით ამოიცნეს და განაცხადეს, რომ მან გწყვიტა კავშირი ოჯახთან ფესტივალზე შეკრების შემდეგ, რომელიც ღაზას სექტორიდან 30 კილომეტრში იმართებოდა და რომელიც ტერორისტების სამიზნე აღმოჩნდა.
მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ გოგონა ცოცხალი იპოვეს ღაზას სექტორის საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმით.


