ყირიმში რუსულ საჰაერო თავდაცვის ბაზას თავს დაესხნენ
30/10/2023 07:26:45 მსოფლიო
რუსული წყაროები დაჭრილი რუსი სამხედროების შესახებ იუწყებიან. კერძოდ, Astra-ს ცნობით, დაახლოებით ღამის 3 საათზე სოფელ ოლენევკასთან თავს დაესხნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო–საზენიტო პოლკს. შედეგად 17 სამხედრო დაიჭრა, დაზიანდა ხუთი მანქანა, რომელთაგან ერთი აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ოლენევკას მახლობლად განთავსებულია რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზა. აგვისტოში იქ აფეთქება მოხდა: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაცხადა რუსული S-400 Triumph–ის საზენიტო–სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ. რუსული ტელეგრამის არხი "Rybar" ამტკიცებდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანადგარები მდებარეობდა კონცხ თარხანკუტზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები "რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ".
მანამდე ადგილობრივები ადგილობრივები სევასტოპოლის ყურეში ორი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. როგორც ქალაქის რუსმა მერმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა „უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა მოიგერიეს“.


