Accentnews.ge
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მოველით, რომ რუსეთი დაღესტანში ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მოველით, რომ რუსეთი დაღესტანში ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

30/10/2023 05:22:51 მსოფლიო

ისრაელი მოელის, რომ რუსეთი დაღესტანში ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ისრაელი ადევნებს თვალს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

29 ოქტომბერს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S