Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი : მაჰაჩყალაში რაც მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ

ვოლოდიმირ ზელენსკი : მაჰაჩყალაში რაც მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ

30/10/2023 04:29:18 მსოფლიო

ის, რაც მაჰაჩყალაში მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მახაჩყალაში, არამედ რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ.

„რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ არის სისტემური. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთან დასაპირისპირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.

მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება სამართალდამცავების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S