დანია უკრაინას 520 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
27/10/2023 18:52:42 მსოფლიო
დანია უკრაინას 520 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის ტანკები, საბრძოლო მასალები, დრონები, იარაღი და ჯავშანტექნიკა.
"ეს არის სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


