აშშ-მა "ჰამასის“ მხარდაჭერისთვის 8 ფიზიკურ პირსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
27/10/2023 15:19:47 მსოფლიო
აშშ-მა "ჰამასის“ მხარდაჭერისთვის 8 პირი და დაჯგუფების წვრთნასა და დაფინანსებაში ჩართული "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამას გარდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა ერთ კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ჰამასთან“ და „პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან“.
"დღეს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირები საკვანძო როლს ასრულებდნენ "ჰამასთან" დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციებისგან გვერდის ავლის ხელშეწყობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს „ჰამასის“ აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.


