Accentnews.ge
ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტზე მუშაობს

ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტზე მუშაობს

27/10/2023 14:49:05 მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტზე მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე G7-ის ქვეყნებთან ერთად მუშაობენ.

"სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს. ევროკავშირს სურს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა", - თქვა ლეიენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S