Accentnews.ge
რუსებმა ყირიმის სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო თვითმფრინავები დახატეს

რუსებმა ყირიმის სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო თვითმფრინავები დახატეს

27/10/2023 13:48:10 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ბელბეკის აეროდრომზე დახატული მოიერიშე თვითმფრინავები აღმოაჩინეს. იუწყება ანალიტიკური MT Anderson 26 ოქტომბრის დილას Planet Labs-ის გადაღებული სატელიტური ფოტოებზე დაყრდნობით.

სურათებზე ჩანს რამდენიმე დახატული მებრძოლი, მათ შორის ოთხი SU-24/30/34 და ოთხი MiG-31, რომლებიც გარკვეული მოდიფიკაციებით შეიძლება აღიჭურვონ "კინჯალის" რაკეტებით.

კიდევ ორი მოდელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაგრამ MT Anderson ვარაუდობს, რომ საუბარია SU-27–ებზე. დახატული თვითმფრინავების იდენტიფიცირება მოხერხდა ჩრდილების არარსებობით. რუსეთის საჰაერო ძალები თვითმფრინავების დასაცავად ანგარს იყენებენ.

ოქტომბრის დასაწყისში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სარატოვის რეგიონში, ენგელსის აეროდრომზე, სადაც ტუ-95 სტრატეგიული ბომბდამშენები იყო დახატული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედროები ამ გზით შესაძლოა, სადაზვერვო სისტემების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგია განასხვავებს ორგანზომილებიან გამოსახულებებს სამგანზომილებიანისგან.

ენგელსის აეროდრომი 2022 წლის ბოლოს რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. ოქტომბრის მეორე ნახევარში ასევე შეუტიეს ოკუპირებული ბერდიანსკის და ლუგანსკის აეროდრომებს ATACMS–ის რაკეტების გამოყენებით. განადგურდა ცხრა რუსული ვერტმფრენი და დაზიანდა კიდევ 15.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S