აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი: პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ, რადგან იგი იქ არ გაჩერდება
27/10/2023 13:02:54 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას არ მიატოვებს. ამის შესახებ მან Fox News–ს განუცხადა.
„პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ. მე არ მჯერა, რომ იგი იქ გაჩერდება“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ აშშ ჯერ ისრაელს უნდა დაეხმაროს.
რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს.
იგი არ ეთანხმება უკრაინისა და ისრაელისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ერთ პაკეტად განხილვას. 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის მიღება, რომელშიც 61 მილიარდი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდი "ჰამასთან" ომში მყოფი ისრაელისთვის იქნება გათალისწინებული.


