Accentnews.ge
ეგვიპტის საკურორტო ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთს ტაბადან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს

ეგვიპტის საკურორტო ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთს ტაბადან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს

27/10/2023 12:50:10 მსოფლიო

500-მდე ჩეხი ტურისტის ევაკუაცია მიმდინარეობს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბადან მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატმა დარტყმა განახორციელა ტერიტორიაზე.

ჩეხი ტურისტების ევაკუაცია გამოაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დენიელ დრეიკმა და ტურისტული კომპანიის Čedok-ის პრესმდივანმა, რომელიც მათ ემსახურებოდა.

ეგვიპტური ქალაქი ტაბა წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ისრაელის საზღვართან ახლოს. იქიდან ისრაელის ყველაზე სამხრეთ ქალაქ ეილათამდე დაახლოებით 10 კილომეტრია.

Reuters-ის ცნობით, პარასკევს დილის საათებში, წითელ ზღვაზე მდებარე ეგვიპტის ორ ქალაქს - ტაბასა და ნუვეიბას (ეს უკანასკნელი ისრაელის საზღვრიდან 70 კმ-შია) დრონებით დაესხნენ თავს. ეგვიპტის არმიის ცნობით, "გაურკვეველი წარმოშობის დრონი" საავადმყოფოს მახლობლად შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ნუვეიბაში რაკეტა ან დრონი უდაბნოში ელექტროსადგურთან დაეცა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაბადან იქ დასასვენებლად მყოფი 500-მდე ჩეხი ტურისტის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„უსაფრთხოება პრიორიტეტია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ადრე დავასრულოთ ტურები ტაბას ირგვლივ სასტუმროებში მცხოვრებთათვის და ჩარტერული ფრენები განვახორციელოთ დღესვე, რათა შინ დავაბრუნოთ ტურისტი“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის სპიკერმა.

უსაფრთხოების მიზნით, ფრენები არა ტაბადან, არამედ სამხრეთ შარმ ელ-შეიხიდან შესრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S