19-09-2023 12:12:50 მსოფლიო
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი თოდორ თაგარევი ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.
„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის!" - თქვა ბულგარელმა მინისტრმა.
მან თქვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ NATO–ს წევრი ბულგარეთის ქალაქ ტიულენოვოში დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული. თავდაცვის სამინისტრომ საფრენი აპარატის შესამოწმებლად და გასანეიტრალებლად სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.
მანამდე დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ალიანსის წევრ რუმინეთშიც. რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა ალიანსის წევრ და უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთში.