კაცმა მეუღლე და სიდედრი შვილების თანდასწრებით მოკლა

18-09-2023 23:56:03 სამართალი

18 ივნისს, საღამოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა.

"აქცენტის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა ჯერ მეუღლე – 34 წლის ქალი და სიდედრი მოკლა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

არსებული ცნობებით, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.

"აქცენტი" შსს–ს დაუკავშირდა და მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

განახლება

მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. აღნიშნული უწყება სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები