„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია

18-09-2023 17:06:28 ეკონომიკა ,რეკლამა

ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლისწინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.

საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელსწარ მოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:

1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

2. საუკეთესო პიესა

3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

6. საუკეთესო პროზაული კრებული

7. საუკეთესო პოეტური კრებული

8. საუკეთესო რომანი9. მკითხველის “საბა”

10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებულიწვლილისთვის

11. მკითხველის “საბა”

12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

დაელოდეთ, „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას და საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები