აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქ ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

15-09-2023 14:49:07 რეგიონები ,რეკლამა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა შენობის, როგორც ფასადის, ასევე მთლიანად შიდა სივრცის რეაბილიტაცია, მოეწყო საბიბლიოთეკო, სააქტო დარბაზის სივცრეები და შიდა სპორტული დარბაზი. შენობა სრულად ადაპტირებულია.

აჭარის რეგიონში აქტიურად გრძელდება სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,2023 წლის განმავლობაში სულ განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.მიმდინარეობს სკოლების სასკოლო ინვენტარით მომარაგება, ტექნოლოგიით უზრუნველყოფა, ხორციელდება ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და აღჭურვა, შიდა და გარე სპორტული დარბაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკოლებში სპორტილი ინვენტარის და მუსიკალური ინსტრუმენტების შეტანა.

წელს რეგიონის მასშტაბით კერძო და საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულია - 6520 პირველკლასელი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თითოეულ მოსწავლეს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები