გურიის რწმუნებული: 306 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება

14-09-2023 11:53:48 რეგიონები

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, დამანგრეველი სტიქიის შემდეგ გეოლოგებმა შეამოწმეს 643 სახლი, მათგან 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას.

მისი ინფორმაციით, ამჟამად სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი, უსაფრთხო ადგილას – 514 ოჯახი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 აბონენტს სოფელ კოკათში, ხოლო ბუნებრივი აირი – 432–ს, ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია.

რწმუნებულის თქმით, არც ერთ სოფელში აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა და მიდის მუშაობა სამანქანო გზის აღდგენაზე.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, ურუშიძე ამბობს, რომ ლანჩხუთის ორ – ჩოჩხათის და შრომისუბნის – საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო რეგიონის დანარჩენ სკოლებში – 15 სექტემბერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები