12-09-2023 17:18:32 რეგიონები ,რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
2022 წელს კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 147 გამარჯვებული:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს სახვითი ხელოვნების კონკურსს, ლიტერატურულ მარათონს, სპორტულ შეჯიბრს, კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ასევე, საგნობრივ ოლიმპიადას ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.