ჰოჯესი: ასობით მანქანა ვიხილე რუსული სანომრე ნიშნებით, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს თბილისში

04-09-2023 21:40:27 ციტატა

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნამდვილად შეშფოთებული ვიყავი, როდესაც ასობით მანქანა ვიხილე რუსული სანომრე ნიშნებით, რომლებიც შედიოდნენ და გადიოდნენ თბილისში. ისინი არიან რუსები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს თბილისში. უფრო კომფორტულადაც კი, ვიდრე რუსეთში. მათ არ უნდათ, რომ რუსეთის სახელით იბრძოლონ. საქართველო, საქართველოს მთავრობა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, დიდია ზეწოლა მოსკოვიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს დაუჭიროს მხარი",– განაცხადა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები