საელჩო: აშშ მზად არის, დაეხმაროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს

01-08-2023 13:05:38 ევროპა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.

საელჩო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს:

„ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“ — ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები