26-07-2023 14:07:41 ციტატა
"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს - რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს. აშშ არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის ან დსთ- ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებების შედეგად. [...] საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი ქმედებებია", – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" საუბარისას განაცხადა.