Accentnews.ge
შტაინმაიერი: ევროპა მომავალში თავის უსაფრთხოებას რუსეთს არ გაუზიარებს

შტაინმაიერი: ევროპა მომავალში თავის უსაფრთხოებას რუსეთს არ გაუზიარებს

10/07/2023 08:05:35 ევროპა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღიარა, რომ რუსეთთან თანამშრომლობამ ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის აშენების მიზნით, არ იმუშავა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ZDF–თან განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბერლინი სხვა ქვეყნებთან ერთად იმედოვნებდა მოსკოვთან თანამშრომლობას ევროპაში უსაფრთხოების საერთო არქიტექტურის ასაშენებლად და რომ ეს იდეა რუსეთსაც მოიცავდდა.

"საბოლოოდ, ამან არ იმუშავა და არც ჩვენ გამოგვივიდა", - აღიარა შტაინმაიერმა.

ამასთან, ის არ იზიარებს შეფასებას, რომ სრულმასშტაბიან ომამდე რუსეთის მიმართ გერმანიას „გულუბრყვილო“ დამოკიდებულება ჰქონდა. მისი თქმით, „ყველაფერი პირიქით იყო“.

"სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ მომავალში ევროპის უსაფრთხოება რუსეთთან გაზიარებული არ იქნება. ახლა ჩვენ თავს დავიცავთ ერთმანეთისგან - თავდაცვის ბიუჯეტებზე უზარმაზარი დანახარჯებით", - დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.

მანამდე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შექმნილ ვითარებაში ვერ აღუდგება წინ აშშ-ს, რომელმაც უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნა გადაწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S