Accentnews.ge
ბრიტანეთმა "სბერბანკის" ყოფილ ტოპ–მენეჯერს სანქციები მოუხსნა

ბრიტანეთმა "სბერბანკის" ყოფილ ტოპ–მენეჯერს სანქციები მოუხსნა

06/07/2023 13:15:38 ევროპა

რუსული "სბერბანკის" გამგეობის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე ლევ ხასისი ბრიტანეთის სანქციების სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

„ეს პირი ამოღებულია კონსოლიდირებული სიიდან, მასზე აღარ ვრცელდება სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს აქტივების ჩამორთმევას და ნდობის სერვისების მიწოდების აკრძალვას: ლევ არონოვიჩ ხასისი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დიდ ბრიტანეთში ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისი (OFSI) აღნიშნავს, რომ ლევ ხასისი მუშაობდა სბერბანკPJSC-ის საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ის სანქციების სიაში 2022 წლის 24 მარტს დაამატეს, სბერბანკი – 1 მარტს.

ბრიტანეთის ხელისუფლება ხასის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მიზეზს არ ასახელებს. რუსული Forbes-ის ცნობით, ხასისს ამერიკის მოქალაქეობა აქვს. 2022 წლის თებერვალში მან, სავარაუდოდ, განაცხადა გადადგომის შესახებ და დატოვა რუსეთი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მაინც დაუწესდა სანქცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S