Accentnews.ge
საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

06/07/2023 11:44:01 ევროპა

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ოტ-რენსში ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც იუწყებიან, თვითმფრინავი 5 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა ქალაქ აბსეიმის აეროდრომის თავზე, რომელიც გერმანიის საზღვრიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები მალევე დაიწყო შეზღუდულ ტერიტორიაზე მოწმის წყალობით, რომელმაც დაინახა თვითმფრინავის ვარდნის პროცესი აეროდრომთან, სადაც საბოლოო ჯამში იპოვეს ფრაგმენტები.

შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - პილოტისა და მისი მგზავრის.

ავიაკატასტროფის გამომწვევი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S