Accentnews.ge
ჩერევატი: ბახმუტთან უკრაინელებმა „ვეტერანების“ დაქირავებულები იგდეს ტყვედ

ჩერევატი: ბახმუტთან უკრაინელებმა „ვეტერანების“ დაქირავებულები იგდეს ტყვედ

27/06/2023 13:01:21 ევროპა

უკრაინის აღმოსავლეთში აქტიური დაპირისპირება გრძელდება, – განაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ და დასძინა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს, როდესაც უკრაინელები პოზიციებზე მეტად გამაგრდებიან.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინიციატივა უკრაინის თავდაცვის ძალებს ხელში რჩება:

„ჩვენ ვაგრძელებთ მტერზე ზეწოლას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. მტერი სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას წევს. ამ დღის განმავლობაში მტერმა არტილერიით 309-ჯერ დაგვბომბა, მოხდა 15 შეტაკება, ორი საჰაერო იერიში ჩვენს პოზიციებზე. გავანადგურეთ 111 დამპყრობელი, 187 დაიჭრა, ცხრა ტყვედ ჩავარდა“, - განაცხადა მან.

ჩერევატიმ დასძინა, რომ ტყვეები კერძო სამხედრო კომპანია "ვეტერანების" დაქირავებულები არიან და ვიდეო მალე გამოქვეყნდება, "თქვენ ნახავთ, როგორი საზოგადოებას წარმოადგენენ ისინი“.

მისი თქმით, ამ რეგიონში იბრძვიან ისეთი კომპანიების დაქირავებულები, როგორებიცაა, "პატრიოტი" და "ფაკელი", რომლებიც „უკვე აფილირებულნი არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან“.

„მტრები მიხვდნენ, თუ რა შეცდომა დაუშვეს ამ კერძო სამხედრო დაჯგუფებების კრიმინალებისთვის გადაცემით, დაინახეს, რომ რეალურად შეიქმნა საკმაოდ დიდი მოცულობის პარალელური არმია, რომელიც თითქმის მოსკოვამდე მივიდა“, - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S