Accentnews.ge
გერმანია უცხოელებისთვის დასაქმების პროცედურებს ამარტივებს

გერმანია უცხოელებისთვის დასაქმების პროცედურებს ამარტივებს

23/06/2023 12:20:46 ევროპა

ბუნდესტაგმა ახალი კანონი მიიღო კვალიფიციური კადრების იმიგრაციის შესახებ.

როგორც განიმარტა, კანონის მიზანი კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაა. ახალი კანონის პირობებში კვალიფიციური კადრები უფრო ადვილად შეძლებენ გერმანიაში შესვლას, ხოლო ლტოლვილები სამუშაო ნებართვებს უფრო მოკლე დროში მიიღებენ.

სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კანადურ მოდელზე დაფუძნებული ქულების სისტემის დანერგვა და უცხოური პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების გამარტივება.

დებატების დროს შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფედერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმით გერმანია ქმნის პირობებს უცხოეთიდან საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად.

საპარლამენტო ფრაქციები ასევე შეთანხმდნენ სპეციალურ წესზე თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებიც უკვე იმყოფებიან გერმანიაში: თუ ისინი ქვეყანაში 2023 წლის 29 მარტამდე შევიდნენ და აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სამუშაო შეთავაზება ან უკვე მუშაობენ, შეუძლიათ, დაასრულონ თავშესაფრის პროცედურები და მიიღონ ბინადრობის ნებართვა, როგორც პროფესიის მქონეებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S