
უკრაინელებმა რუსული Ka-52 ჩამოაგდეს
23/06/2023 06:24:38 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა 23 ივნისს რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"დღეს კარგი ამბებით ვიწყებთ. დილით დონეცკის რეგიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს".
ამავე მიმართულებით უკრაინელებმა Ka-52 19 ივნისს, საღამოსაც ჩამოაგდეს.
უკრაინის სარდლობის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია 314 ერთეული თვითმფრინავი და 307 – ვერტმფრენი. რუსული მხარე დანაკარგებზე კომენტარს არ აკეთებს.