
ბელარუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
22/06/2023 12:58:13 ევროპა
უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.
როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა დაახლოებით, 13:30 საათზე ბარანოვიჩის რაიონში მოხდა. თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
ვრცელდება ცნობები, რომ ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.
მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა ბელარუსში 1,5 ათასამდე გაიზარდა 10–11 ათასიდან.
ბელარუსი უშუალოდ არ არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუმცა მის ტერიტორიას რუსეთი იყენებს სამხედრო მიზნებით. სწორედ ბელარუსის მხრიდან შევიდა გასული წლის თებერვალში რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე.