Accentnews.ge
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

22/06/2023 12:08:27 ევროპა

ესტონეთის მთავრობამ ხუთშაბათს, 22 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტით უზრუნველყოს.

კერძოდ, ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის წინადადებას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ისლანდიასთან ერთად კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი გადაეცეს.

გარდა ამისა, პაკეტში შედის აღჭურვილობა პარამედიკოსებისა და მესაზღვრეებისთვის, ასევე დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები.

საველე ჰოსპიტალი თავდაცვის ძალების რეზერვიდან გადაიცემა, მის აღდგენას კი ისლანდია 7,8 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსებს.

ივნისის დასაწყისში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ესტონეთს ჯერ კიდევ აქვს იარაღი უკრაინისთვის გადასაცემად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S