Accentnews.ge
ევროსასამართლო: უნგრეთი ევროკავშირის წესებს არღვევს

ევროსასამართლო: უნგრეთი ევროკავშირის წესებს არღვევს

22/06/2023 11:38:06 ევროპა

ევროკავშირის სასამართლომ 22 ივნისს დაადგინა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს და არღვევს მიგრანტების უფლებებს, აიძულებდა რა მათ თავშესაფრის მიღების პროცესი დაეწყოთ უნგრეთის საელჩოებში სერბეთსა და უკრაინაში.

გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა, ბუდაპეშტის მთავრობამ უსამართლოდ აღკვეთა უნგრეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა.

სასამართლომ გაიხსენა, რომ 2020 წელს უნგრეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დაცვის მაძიებელს აიძულებდნენ, ჩასულიყო ბელგრადში ან კიევში, რათა პირადად მიემართა უნგრეთისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ამ დებულებების მიღებით უნგრეთმა არ შეასრულა ევროკავშირის კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები: წესები ავალდებულებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ჰქონდეს თავშესაფრის საერთო პროცედურები.

სასამართლომ განაცხადა, რომ უნგრეთი ფაქტობრივად ართმევს დაცვას მსურველებს თავშესაფრის მისაღებად საჭირო პროცედურებზე ეფექტური, მარტივი და სწრაფი წვდომის უფლებას. პირობები, რომლებსაც უნგრეთი მათ უყენებს, არის არაპროპორციული ჩარევა მათ უფლებებში.

თუ უნგრეთის მთავრობა არ მოარგება თავის კანონმდებლობას ამ გადაწყვეტილებას, ევროკომისიამ შესაძლოა, შეიტანოს ახალი სარჩელი ბუდაპეშტის მიმართ ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S