Accentnews.ge
მოლდოვის პრემიერმა რუსეთის საელჩოს მიერ გაგაუზიაში ფულის დარიგებას "უადგილო საჩუქარი" უწოდა

მოლდოვის პრემიერმა რუსეთის საელჩოს მიერ გაგაუზიაში ფულის დარიგებას "უადგილო საჩუქარი" უწოდა

21/06/2023 13:22:44 ევროპა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა „უადგოლო საჩუქარი“ უწოდა რუსეთის საელჩოს „საქველმოქმედო აქციას“, რომელმაც გაგაუზიის ზოგიერთ მკვიდრს $100-დან $500-მდე თანხა გადასცა. ,– იუწყება NewsMaker.

პრემიერ–მინისტრის თქმით, მოლდოვისთვის ევროკავშირის, აშშ-ისა და რუმინეთის დახმარება უფრო მნიშვნელოვანია.

"ამ გარკვეულწილად მოუხერხებელ ჟესტს ადრეც (არ მახსოვს, რამდენ წლის განმავლობაში) იყენებდნენ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია დახმარება, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, აშშ-დან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და რუმინეთიდან გაგაუზიაში. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება, რაც ნამდვილად აუმჯობესებს მოლდოვის ყველა მოქალაქის, მათ შორის გაგაუზიის მაცხოვრებლების ყოფას. ხელისუფლება შეწყვეტს ამ სიმბოლურ და უადგილო საჩუქრებს“, - აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გაგაუზიის 50-მდე მცხოვრებმა რუსეთის საელჩოდან თანხა, სავარაუდოდ, სოციალური დახმარების სახით მიიღო.

ფული - 100-დან 500 აშშ დოლარამდე - მაგიდაზე გამჭვირვალე ფაილებში იდო. იქ ხალხი მიდიოდა პასპორტებით და თანხის მიღების შემდეგ საკუთარ ხლმოწერას ტოვებდა.

გაგაუზია არის მოლდოვის ავტონომიური რეგიონი, სადაც ძლიერია პრორუსული განწყობები. ცოტა ხნის წინ გაგაუზიაში ჩატარდა არჩევნები ბაშკანისთვის (რეგიონული ლიდერი), რომელშიც პრორუსული პარტიის კანდიდატმა ევგენია გუცულმა გაიმარჯვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S