Accentnews.ge
ხორვატიაში უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ხორვატიაში უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

21/06/2023 13:08:40 ევროპა

ხორვატიაში, შიბენიკ-კნინის ოლქის სოფელ პაკოვასთან უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა,– იუწყება გამოცემა Jutarnji List.

უნგრული სამხედრო ვერტმფრენის ფრაგმენტები და ეკიპაჟის ორი წევრის ცხედარი მდინარე ჩიკოლას მიდამოებში იპოვეს. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის ძებნა გრძელდება, – თქვა ხორვატიის სამთო– სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა იოზეფ ბროზიჩევიჩმა.

მან აღნიშნა, რომ უნგრული სამხედრო ვერტმფრენი რაიონში წვრთნებისთვის იმყოფებოდა.

როგორც Jutarnji List–მა არაოფიციალურად შეიტყო, პილოტმა საბაგიროს კაბელი ვერ შეამჩნია, მას გამოედო, შედეგად ვერტმფრენი ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S