
ყირიმის რკინიგზაზე სავარაუდოდ, კვლავ მოხდა აფეთქება
21/06/2023 06:36:42 ევროპა
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ იუწყება.
მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.
აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები11 ივნისს და 18 მაისს მოხდა.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.