
"45 საბრძოლო შეტაკება მოხდა": უკრაინის გენშტაბი გასულ დღეს აჯამებს
21/06/2023 06:33:21 ევროპა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 21 ივნისის დილის ანგარიშში.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უკრაინის სარდლობაში აცხადებენ, რომ წუხელ რუსეთმა ირანული Shahed-ის დრონებით უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა.
„ინფორმაცია ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება“, - დასძენენ სამხედროები.
გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს 33 Shahed-ის ტიპის ირანული დრონით, 7 საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი „ისკანდერ-მ“ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტით:
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა Shahed-ის 30 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 58-ჯერ გაუხსნა“.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 9 დარტყმა მიაყენა, 3 დარტყმა კი მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს:
„დამცველებმა გაანადგურეს მტრის 4 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ერთ ტერიტორიას, 18 საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ერთ საშუალებას და მტრის კიდევ 6 მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“.