Accentnews.ge
იმოქმედებს კადრების დეფიციტი ანაზღაურებაზე?

იმოქმედებს კადრების დეფიციტი ანაზღაურებაზე?

16/06/2023 12:07:10 ეკონომიკა, საზოგადოება

დასაქმებულთა ხელფასები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა 1 716 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩველებელს 18%–ით (270 ლარით) აღემატება. კერძო სექტორში საშუალო ანაზღაურება კიდევ უფრო მაღალია – 1759 ლარი (ზრდა 19%). რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო სექტორს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1643 ლარით არის განსაზვრული. სპეციალისტების აზრით, ხელფასების ზრდის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა ბიზნესის მცდელობაა, შეაჩეროს კადრების გადინება, თუმცა მიუხედავად ამისა, საკადრო „შიმშილი“ კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. ხოლო დამსაქმებელთა ნაწილი გამოსავალს უცხოელი კადრების მოწვევაში ხედავს. აქვე მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი კვლავ 600 ლარამდე აქვს და მათთვის 20%–იანი მატება 120 ლარით ზრდას ნიშნავს, რაც გაძვირებული ცხოვრების პირობებში საარსებო მინიმუმიც კი არ არის.

მაღალანაზღაურებადი დარგები:

  • საფინანსო და სადაზღვეო სექტორი – 3 761.1 (+23.8% ზრდა)
  • ინფორმაცია და კომუნიკაციები – 3761.1 (+55.2% ზრდა)
  • პროფესიული, სამედიცინო და ტექნიკური სექტორი – 2386.8 (+21.6% ზრდა)
  • მშენებლობა – 2145.5 (+14.7% ზრდა)
  • დაბალი ზრდაა სტრუმარ–მასპინძლობის სექტორში: ხელფასებმა 239 ლარით იმატა და საშუალოდ 1289 ლარი შეადგინა.
  • ყველაზე დაბალი განათლების სექტორში ფიასირდება და ის დაახლოებით 1200 ლარს შეადგენს.

საშუალო თვიური ხელფასი რეგიონების მიხედვით

  • მცხეთა მთიანეთი – 1448 ლარი
  • ქვემო ქართლი – 1388 ლარი
  • აჭარა – 1387 ლარი
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 1135 ლარი
  • იმერეთი – 1109 ლარი
  • შიდა ქართლი – 1098 ლარი
  • სამცხე–ჯავახეთი – 1088 ლარი
  • კახეთი – 1034 ლარი
  • გურია – 1004 ლარი
  • რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი – 912 ლარი

ხელფასები გენდერულ ჭრილში – მიმდინარე წლის პირველი კვარტალი

  • ქალების 1375 (წლიური ზრდა – 190)
  • კაცები – 2053 (358 ლარი)

სპეციალისტები ამბობენ, რომ პროგრამირების მიმართულებით ხელფასების ზრდა ბაზრის გლობალიზაციას უკავშირდება, ამასთან, მეტია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება და კადრების დეფიციტიც კი გაჩნდა.

„ხელფასების ზრდა შესამჩნევი გახდა, მაგრამ აქ აუცილებელია, ორ მიმართულებაზე გავამახვილოთ ყურადება: საფინანსო სფეროში ერთი პერიოდი მხოლოდ დაბალანაზღაურებასი კადრების მასობრივი მოთხოვნა იყო. სადღეისოდ მასობრივად ხდება კვალიფიკაციის ამაღლება და უფრო მეტად ოფისში გადაყვანა ბანკში მყოფი თანამშრომლების. ასევე იზრდება იმ კადრების რაოდენობა, რომლებიც სკმაოდ მაღალანაზღაურებადნი არიან მათ შორის საბანკო სექტორში“–ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

სექტორი ხელიფასების ზრდას სამომალოდ აღარ ელის, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად კადრების დეფიციტის ზრდის მოლოდინი აქვთ, ვინაიდან, მათი დაკვირვებით, ეს საკმარისი ბერკეტი არაა გადინების შესაკავებლად: ქართული სამუშაო ძალა დიდ მიგრაციაშია ჩართული და მიდის იქ, სადაც ცხოვრების დონე უფრო მაღალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S