ბრიტანელი მკვლევარები - რატომ ჩაუვარდათ რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინის ოკუპაციის ოპერაცია
30/03/2023 10:24:18 მსოფლიო
ბრიტანელმა მიმომხილველებმა თავდაცვისა და უშიშროების კვლევის გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტში (Royal United Services Institute for Defence and Security Studies) მოამზადეს ანგარიში სახელწოდებით "2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე - რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთის არაკონვენციური ოპერაციის წინასწარი გაკვეთილები".
დოკუმენტში განხილულია რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება უკრაინის ოკუპაციის მიზნით კრემლის გეგმის განხორციელებისას. ანგარიშის ავტორები თვლიან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ „რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ბევრად მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე არმიამ“. ბრიტანელი მკვლევრები თუმცა წერენ, რომ „უშიშროების სამსახურის მუშაობაშიც იყო ძირეული ნაკლოვანება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გეგმების ჩაფუშვას“. ანგარიშის ავტორების ცნობით, ერთ-ერთ ასეთ დიდი ნაკლი იყო სურვილი, "ყველანაირად ესიამოვნებინათ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.“
"ამ ოპერაციის ერთ-ერთი მექანიზმი იყო უკრაინის ყველა მხრივ დესტაბილიზაცია და დეზორგანიზაცია, სამოქალაქო მმართველობის და სამხედრო მეთაურობის მწყობრიდან გამოყვანა, ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის შერყევა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დახმარების მინიმალიზება. ამ ვითარებაში მოსკოვმა ვერ გათვალა სერიოზული წინააღმდეგობა, რაზეც მოწმობს ჩავარდნები ლოგისტიკაში ოპერაციის პირველ ეტაპზევე", აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
მათი ცნობით, გეგმის შემდგენთა მცირე ჯგუფს იმედი ჰქონდა 2014 წელს ყირიმის ოპერაციის მსგავსის ჩატარება, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით ასევე არ ჰქონდა აზრი და იმაზე იყო გათვლილი, რომ უკრაინა არ გასწევდა სამხედრო წინააღმდეგობას.
"უკრაინაში შეჭრის დაგეგმვაში ღრმად იყო ჩართული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური, რომელმაც ამ ინფორმაციით, დავალება, მოემზადებინა უკრაინის ოკუპაცია, მიიღო 2021 წლის ივლისში. ამ მიზნით 2021 წლის შემოდგომიდან რუსეთის აგენტები თავიანთ კურატორებთან შესახვედრად უცხოეთის ქვენებში მოგზაურობდნენ. ანგარიშის ავტორები მიმოიხილავენ რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდებს და ხაზს უსვამენ, რომ ისინი ამჯობინებენ რუსეთში აგენტების რიცხვის მინიმალიზებას და ადგილებზე აგენტების გადაბირებას ანიჭებენ უპირატესობას. ამ მხრივ უკრაინაში დიდი როლს თამაშობდნენ მაღალი რანგის მოხელეების და პოლიტიკოსები, რომლებსაც ხანგრძლივი კავშირები ჰქონდათ რუსეთთან", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორები წერენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც რუსეთის გავლენის მხარდამჭერი, იდეოლოგიურად ერთგული ჯაშუშების ერთადერთი ორგანოს მნიშვნელობაზე.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენლები მთავრობას ურჩევდნენ, უკრაინაში შეჭრა ზაფხულისთვის დაეწყოთ, რადგან სწრაფი გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობები ჯერ არ იყო შექმნილი. თუმცა მოსკოვმა გადაწყვიტა ემოქმედა, რადგან კრემლს სჯეროდა, რომ ესმოდა უკრაინის პოლიტიკა.
მოხსენების ავტორებისთვის ნაჩქარევი და არასრულად მომზადებულ შეჭრა იმის დასტურია, რომ "რუს აგენტებს მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთი გავლენის ხარისხზე და თავად სპეცსამსახურებმა კი დავალება მიიღეს, დადგენილ ვადებში განეხორციელებინათ ოკუპაცია და არ შეაფასეს მისი სიცოცხლისუნარიანობა". ანგარიშის ავტორები ბრძანებების შესრულების ამ „ინსტიტუციური კულტურას“ უკრაინაში შეჭრის საწყისი გეგმების ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად თვლიან.


