
"აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში"
01/11/2019 07:33:25 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში.
კითხვაზე, მორატორიუმი არის გამოცხადებული და რა მექანიზმი არსებობს, რომ შეიწყალონ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა სამართლებრივ საკითხებზე ვერ ისაუბრებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომლიც ისტორიულია და გრძელდება. არ მინდა, კონკრეტული კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის შიგნით სამართლებრივ საკითხს შეეხება“ , – აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.
კითხვაზე, ხომ არ ძლიერდება რუსული გავლენა საპატრიარქოში, ელიზაბეთ რუდმა ასე უპასუხა: „ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქთველო დგას არა მხოლოდ რუსული საზიანო გავლენის წინაშე, არამედ უშუალოდ რუსეთის მიერ არის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული, თუმცა არ მსურს, გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც მკითხეთ“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
საქართველოს საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.