Accentnews.ge
ტელეკომპანიებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუქარის წერილი მიიღეს

ტელეკომპანიებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუქარის წერილი მიიღეს

31/10/2019 15:33:55 სხვა, სამართალი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანიებმა "ტვ პირველმა", "მთავარმა არხმა", "რუსთავი 2"-მა, "აჭარა ტელევიზიამ" და სხვებმა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.

წერილში უცნობი პირი 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმას თავის თავზე იღებს.

"ტვ პირველის" დამფძნებელმა ვატო წერეთელმა მუქარის წერილის სქრინი "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. იგი საგამოძიებო სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 



შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო.

"წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით", –აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S