Accentnews.ge
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი დაინიშნა

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი დაინიშნა

31/10/2019 11:51:51 სხვა, საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. 

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S