
"მეუფე იაკობმა სინოდზე შენდობა ითხოვა"
31/10/2019 11:36:49 სხვა, საზოგადოება
მეუფე იაკობმა სინოდზე შენდობა ითხოვა,- ამის შესახებ წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა სინოდის წინაშე და მას მიეცა გარკვეული გაფრთხილება. მეუფე იაკობი რჩება ეპარქიის მმართველად",- განაცხადა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებით, მზადდებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორების გეგმა და ამ პროცესში მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულები.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ყოფილი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი დეპუტატს თანხას სძალავდნენ.