
პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა
31/10/2019 10:13:03 სხვა, საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ჭყონდიდელი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.