
61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
31/10/2019 08:28:06 სხვა, სამართალი
ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, – იუწყება "პირველი არხი".
როგორც გია გოგოშვილი ყვება, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბოდბისხევში, მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.