
გერმანიის მთავრობა: "პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტანკები ნებართვის გარეშე გაუგზავნოს"
20/01/2023 13:27:14 ევროპა
პოლონეთს შეუძლია, Leopard-ის ტანკები უკრაინას გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს, - ამის შესახებ Sky News-ს ცნობით, გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა განაცხადა.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას Leopard 2-ის ტანკები უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში, თუნდაც გერმანიის თანხმობის გარეშე, გაუგზავნოს.
„თანხმობა აქ მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამ თანხმობას ან სწრაფად მივიღებთ, ან ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - განაცხადა მორავიეცკიმ.
გერმანია Leopard-ის საბრძოლო ტანკის ექსპორტის ლიცენზიას ფლობს, სწორედ მან უნდა გასცეს რეექსპორტისთვის თანხმობა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა და ფინეთმა, გამოთქვა მზადყოფნა, მიაწოდოს უკრაინას გერმანული Leopard 2–ის ტანკები.