
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება
29/10/2019 16:00:37 სხვა, საზოგადოება
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სინოდის სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.