
პროსერვისმა კიბერშეტევის მიზეზი დაადგინა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ არ ამხელს
29/10/2019 14:00:50 სხვა, სამართალი
კომპანია "პროსერვისის" განცხადებით, 28 ოქტომბერს მასშტაბური კიბერთავდასხმის ძირითადი მიზეზი დაადგინა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ არ ამხელს. როგორც "პროსერვისში" აცხადებენ, თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი მათ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა.
"29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო პროსერვისის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთოხების დეპარტამენტთან", — ნათქვამია "პროსერვისის" განცხადებაში.
ცნობისთვის: საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის რამდენიმე ტელეკომპანიას.