Accentnews.ge
გურამიშვილის გამზირზე, კოსპუსში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცხოვრება ჯერ–ჯერობით რეკომენდებული არ არის

გურამიშვილის გამზირზე, კოსპუსში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცხოვრება ჯერ–ჯერობით რეკომენდებული არ არის

29/10/2019 12:23:09 სხვა, საზოგადოება

გურამიშვილის გამზირზე, კოსპუსში, რომელშიც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, ცხოვრება ჯერ–ჯერობით რეკომენდებული არ არის.

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვიდრე კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S